ტეხასში ტორნადოს შედეგად მიღებულ ზარალს ითვლიან. გასულ დღეს სანაპიროზე წარმოქმნილმა ტორნადომ 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა 11. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
მედიის ცნობით, გარდაცვლილი შემთხვევის დროს სახლთან მდებარე სატვირთო მანქანაში იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.