ამერიკელი სენატორიც გამოეხმაურა პუტინის ქმედებებს. ჯინ შაჰინი ფიქრობს, რომ საქართველოს კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს.
„ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და ინარჩუნებს კონტროლს მათი ქვეყნის 20%-ზე“ - წერს შაჰინი ტვიტერზე.