უკრაინული მხარის წარმატება ბახმუტთან

12 მაისი 2023, 10:09 476 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. 1 ადამიანი ემსხვერპლა ოკუპანტის იერიშს დონეცკის ოლქში, სადაც რუსეთმა იერიში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით მიიტანა. დაშავებულია 10 ადამიანი. აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონისა და ხარკოვის ოლქებშიც. არიან დაშავებულები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერმა ხერსონის რეგიონის დასახლებულ უბნებზე 45 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

პარალელურად გრძელდება ომში მყოფი ქვეყნის დახმარება. გაერთიანებული სამეფოს განცხადებით, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გადაეცემა. აშშ კი შემოდგომაზე აბრამსის ტიპის ტანკებს გააგზავნის.

რაც შეეხება პრეზიდენტის ყოველდღიურ ვიდეომიმართვას, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დამტკიცდა ძალოვანი სისტემის რეფორმის ყოვლისმომცველი სტრატეგიული გეგმა, უკრაინა კი მთელი თავისუფალი სამყაროს სიძლიერის ადგილი იქნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში