''ვაგნერის'' დამფუძნებელი: ბახმუტთან სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება

12 მაისი 2023, 10:39 644 ნახვა

ბახმუტთან დაჯგუფება „ვაგნერის“ ერთწლიანი მცდელობის მიუხედავად, ქალაქის სრული ოკუპირება აგრესორმა მაინც ვერ შეძლო.

„ვაგნერის“ დამფუძნებელი ცუდი სცენარით განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვისაც ეს ტერიტორიები უნდა დაეცვა, გარბიან.

პრიგოჟინის თქმით, მებრძოლები, რომლებიც ყოველდღე ათობით თუ ასობით მეტრის გავლით ტერიტორიებს იცავდნენ, დღეს პრაქტიკულად ბრძოლის გარეშე ნებდებიან.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ ბახმუტში მათი საჰაერო-სადესანტო ძალები ვაგნერელებს ეხმარებოდნენ და ფლანგებზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აჩერებდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი