აშშ მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებლებისთვის წესებს ამკაცრებს. შტატებმა კოვიდ 19-თან დაკავშირებული სასაზღვრო შეზღუდვები დააწესა, რომელმაც მექსიკის საზღვარზე ბევრი მიგრანტის დაბლოკვა გამოიწვია.
მიგრანტების ინფორმაციით, თავშესაფრის მიღების ახალი წესებით გაცილებით გაართულებს შტატებში დარჩენის შესაძლებლობას. ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე კი აშშ-მექსიკის საზრვარზე კრიზისული მდგომარეობაა.
BBC-ის ცნობით, მხოლოდ 1 დღე-ღამეში მექსიკიდან შეერთებულ შტატებში 10 ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.