თანავუგრძნობთ უკრაინელებს, გვინდა, ეს უბედურება მალე დასრულდეს, უკრაინაში რადგან ომია, თურმე უნდა ჩავყვეთ, მეორე ფრონტი იყოს, ქართველ ხალხს არ მიეცეს ამოსუნთქვის საშუალება, სად არის ლოგიკა? - ირაკლი ღარიბაშვილი 

11 მაისი 2023, 19:01 999 ნახვა

ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელებს, ყველას გვინდა, ეს უბედურება დასრულდეს მალე, უკრაინაში რადგან ომი და უბედურებაა, ამის გამო თურმე ჩვენ უნდა ჩავყვეთ, გავნადგურდეთ, მეორე ფრონტი უნდა იყოს, ჩვენი ქალაქები დაიბომბოს, პოლიგონად გადაიქცეს და ქართველ ხალხს არ უნდა მიეცეს ამოსუნთქვის საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენთან ხალხი დაიღუპა, დავკარგეთ ტერიტორიები, არაფრის გადახედვა არ მოხდა არავისგან, პოლიტიკა გაგრძელდა ისე, როგორც იყო. თუ გაინტერესებთ, რა ღირებულების საქონელი შეიძინა რუსეთისგან ევროკავშირმა. 2,5 ტრილიონი დოლარის ღირებულების. რა სანქციებზე იყო საუბარი. ჩვენი ტერიტორია რომ არის ოკუპირებული და ომი რომ გვქონდა, ამაზე არავინ არაფერი გააკეთა. მახსოვს, 2019 წელს, როდესაც ფრენები შეაჩერა რუსეთმა, გამოდიოდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ევროკავშირი და მოუწოდებდნენ რუსეთს, აღადინე ფრენებიო. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელებს, ყველას გვინდა, ეს უბედურება დასრულდეს მალე. უკრაინაში რადგან ომი და უბედურებაა, ამის გამო თურმე ჩვენ უნდა ჩავყვეთ, გავნადგურდეთ, მეორე ფრონტი უნდა იყოს, ჩვენი ქალაქები დაიბომბოს, პოლიგონად გადაიქცეს და ქართველ ხალხს არ უნდა მიეცეს ამოსუნთქვის საშუალება. ლოგიკა სად არის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი