ევროპის დღესთან დაკავშირებით, 21 საათზე თბილისში, ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით კონცერტი ,,ევროპისათვის“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი - ,,სუხიშვილები“ და ათამდე მუსიკოსი.
ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა უკვე 30 წელს ითვლის და ის თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება.