უკრაინული წიგნები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას

08 მაისი 2023, 14:26 509 ნახვა

დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდულ განყოფილებას უკრაინულ ენაზე დაბეჭდილი წიგნები გადასცა საქველმოქმედო ორგანიზაცია ''ალილომ''.      

ამ ეტაპზე ასზე მეტი წიგნი ჩამოვიდა უკრაინიდან, რაც აქტივისტების თქმით, მომავალში გაგრძელდება.    

უკრაინულენოვანი წიგნების საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც უკრაინიდან ომის შემდეგ დევნილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

ასევე გაიზარდა აღნიშნულ წიგნებზე მოთხოვნაც. ამ ეტაპზე ბათუმში 900-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა რეგისტრირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი