შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან

08 მაისი 2023, 10:50 513 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა.    

მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს,  ისაუბრეს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების საკითხზე.

საუბარი შეეხო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს და მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი