აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა 24-საათიანი პროტესტი შეწყვიტეს. ამის შესახებ ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა. მისივე განმარტებით, მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ შეკრებებს დაესწრებიან და ჩართული იქნებიან ყველა იმ სამუშაოში, რაც მედიკამენტის შემოტანასთან იქნება დაკავშირებით. მისივე განცხადებით ფინანსთა სამინისტრო მზად არის გამოყოს თანხა მედიკამენტისთვის.
ცნობისთვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიასთან 19 დღეა უწყვეტ 24-საათიან აქციას მართავდნენ. ისინი ხელისუფლებას მათი შვილებისთვის საჭირო პრეპარატის „ვოსორიტიდის“ შემოტანას და დაფინანსებას სთხოვდნენ.