ხელვაჩაურში ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ღია ბანაკი დასრულდა.ბანაკის მონაწილეებს, სამი დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ფაკულტეტებს, ასევე ლაბორატორიას და მიეღოთ ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის შესახებ.
ღია ბანაკის მიზანიც სწორედ მათთვის პროფესიის შერჩევაში დახმარება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება იყო. ამასთან მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის 27 მოსწავლეს სერთიფიკატები გადაეცა. პროექტის მონაწილეებს ხელვაჩაურის მერი შეხვდა.