პოეტი ზურაბ გორგილაძე დღეს 86 წლის გახდებოდა.ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში პოეტის საფლავზე ოჯახის წევრები და მეგობრები,აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და მწერალთა კავშირის წევრები იმყოფებოდნენ.ღონისძიება გაიმართა ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმშიც. დღეს ასევე აღინიშნება სახალხო დღესასწაული ზურაბობა.