მუჰაჯირების შთამომავლები შავი ზღვისპირეთიდან

04 მაისი 2023, 19:42 588 ნახვა

თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული საქართველოს გარდა ეთნიკური ქართველები შავიზღვისპირეთის სხვა ქალაქებშიც ცხოვრობენ, მათ შორისაა ჩარშამბა, სადაც მოჰაჯირების შთამომავლები არიან დასახლებულები, მათი წინაპრები აქ რუსეთ-თურქეთის ომის დროს სხვადასხვა მიზეზით გადმოსახლდნენ, მათ შორის რელიგიის გამო. ერთ-ერთი ასეთი არის ოქმენების ოჯახი, რომელიც დღემდე ინახავს ქართულ ტრადიციებს, თუმცა მშობლიური ენა მხოლოდ უფროსმა თაობამ იცის, ახალგაზრდებში ქართული ნაკლებ პოპულარულია, სწორედ ამ მიზნით ჩარშამბაში ქართული ენის კურსები გაიხსნა. ჩვენ ტრადიციულად გთავაზობთ რეპორტაჟებს ჩვენებურებზე,  თუმცა  ამჯერად  ირინე წუწუნავას და ანდრო ქაჩიბაიას ობიექტივში მუჰაჯირების შთამომავლები მოხვდნენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი