უკრაინის პრეზიდენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეწვია, რომელმაც მარტში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში მისი სრულუფლებიანი წარმომადგენლის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა.ზელენსკი სასამართლოში მისმა თავმჯდომარემ მიიღო.
რუსეთი, რომელიც არ არის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ უკრაინასთან კონფლიქტის დროს, რომელსაც იგი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. ზელენსკი, რომელიც ნიდერლანდებში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, ნიდერლანდების საზოგადოებას და საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მიმართავს სიტყვით, რომლის დევიზია -არა მშვიდობას უკრაინაში სამართლიანობის გარეშე.
ზელენსკი შეხვდება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს და სამმხრივ ფორმატში ასევე ბელგიის პრემიერ-მინისტრს. იგი სამეფო ოჯახს და ნიდერლანდების სამხედრო-საჰაერო ბაზასაც ეწვევა.