ილინოისის შტატს მტვრის ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიის გამო, გზატკეცილზე მასობრივი ავარია მოხდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ინციდენტს, სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. შემთხვევის შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა სანგამონისა და მონტგომერის ოლქების დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.