თუ ხახვი ბოლო ერთი თვეა არ შეგიძენიათ და ახლა გადაწყვიტეთ, იცოდეთ რომ ბევრად მეტი თანხა უნდა გაიყოლოთ, ვიდრე გგონიათ.
პროდუქტის ფასი გაორმაგებულია. სპეციალისტები ამას თურქეთიდან იმპორტის შემცირებას უკავშირებენ.
ამასთან აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ქვეყანაში მარაგების შექმნა, რათა რყევების დროს პროდუქტზე ფასი საგრძნობლად არ გაძვირდეს, ხახვის მოქმედმა ფასმა კი მაისში უნდა დაიკლოს.