საქართველოს რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, ყველა ოლქის მასშტაბით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20,25 % შეადგინა.
ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი რეგისტრირებული 185 056 ამომრჩევლიდან 37 695-მა უკვე დააფიქსირა.
რაც შეეხება კონკრეტულ ოლქებს, 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში იყო, შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში ტექნოლოგიების გამოყენებით იმართება.
მოსახლეობა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს, საკრებულოს წევრებს და მერებს ირჩევს.