თურქეთში მუჰაჯირების შთამომავლებით დასახლებულ ქალაქ სინოპში ქართული მეგობრობისა და კულტურის ასოციაცია გაიხსნა.
ასოციაცია აქამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა სინოპის მერიის მიერ გადაცემულ ფართში განთავსდა.
სინოპის მოსახლეობის 60 პროცენტი ეთნიკური ქართველია, ამიტომ, ქართული კულტურისა და ენის მიმართ, როგორც ამბობენ, დაინტერესება საკმაოდ მაღალია.