სამუშაოზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე

28 აპრილი 2023, 17:26 700 ნახვა

28 აპრილს სამუშაოზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება - სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში, ხახულის ხეივანში ხეები დაირგო.

პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურ გაერთიანებამ და წევრმა ორგანიზაციებმა,  ტრადიციულად ხეების დარგვის ფორმით პატივი მიაგო სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ხსოვნას.

2022 წელს სამუშაო ადგილებზე 35 თანამშრომელი დაიღუპა და 330 დაშავდა, მიმდინარე წელს კი ერთი გარდაცვალება დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი