საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 2 მაისის 06:00 სთ-დან 5 მაისის 18:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 15 მაისის 06:00 სთ-დან 18 მაისის 18:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ამის მიზეზი საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ყოველწლიური, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაა.
"გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე გადაერთვება. ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე გადაერთვება. აღნიშნული რეჟიმით ავტომობილები საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით იმოძრავებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.