ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით პოლონეთის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ილია დარჩიაშვილი

27 აპრილი 2023, 11:58 861 ნახვა

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით პოლონეთის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვახარებს, რომ ასეთი ძლიერი მეგობარი გვყავს - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, გამოხატავს მადლირებას, რომ ამ ძალიან რთულ, კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია საქართველოს და გამოხატა მხარდაჭერა ქვეყნის მისამართთ. დარჩიაშვილის განმარტებით, ეს ვიზიტი დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებში.

"ჩვენ გვაერთიანებს არა მხოლოდ ღრმა, ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, არამედ ასევე საერთო ინტერესები და მისწრაფებები. ქართველ ხალხს მუდამ ემახსოვრება პოლონეთის უანგარო თანადგომა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. დაუვიწყარია საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისამართით. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დღესაც პოლონეთი გამორჩეულ როლს ასრულებს ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების საქმეში და სწორედ ბატონი მინისტრის ვიზიტი საქართველოში, კიდევ უფრო გააძლიერებს ამ თანამშრმლობას და პარტნიორობას. ჩვენი თანამშრომლობა მრავალგანზომილებიანია. გარდა იმისა, რომ გვაქვს ძალიან დინამიური, ორმხრივი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, ასევე ვთანამშროლობთ ბევრი მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გვახარებს, რომ გვყავს პოლონეთი, ასეთი ძლიერი მეგობარი“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს პრემიერთან და პრეზიდენტთან გეგმავს. ის ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი