დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემა აქონდროპლაზიას ეხებოდა, კერძოდ, პრეპარატ ვოზორიტიდის დანერგვის ეტაპებს და ამ მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ კომენტარი გააკეთა. მან ახსნა, რა ეტაპები უნდა გაიაროს პრეპარატმა იმისათვის, რომ მოხდეს მისი ავტორიზაცია.
პარალელურად პროტესტი გრძელდება მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.