მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა ბათუმის ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმში.
ღვინის დამზადების ტექნოლოგიებზე, ასევე მის ისტორიაზე გიდებსა და სკოლის მოსწავლეებს არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი იზოლდა დუმბაძე ესაუბრა. იგი ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიციურ სამსახურს ხელმძღვანელობს და ლექციის მონაწილეებს მევენახეობის კულტურის კვლევების შედეგები გააცნო.
საჯარო ლექციის ძმები ნობელების მუზეუმში პროექტის “მუზეუმის საათი”-ს ფარგლებში გაიმართა.