ბავშვთა ფოლკლორული ოლიმპიადა - შესარჩევი ტური ხულოში

25 აპრილი 2023, 14:29 681 ნახვა

ბავშვთა  ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების კონკურსში მონაწილე გუნდების შესარჩევი ტური ტარდება ხულოში.   

ფოლკლორულ შეჯიბრებაში ათზე მეტი  ადგილობრივი  გუნდი მონაწილეობს. ანსამბლებმა  ჟიურის წინაშე ფოლკლორული  ნომრები შეასრულეს.

მეორე ეტაპზე გასული გუნდები ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ფოლკლორული ფესტივალი მეათე წელია ტარდება მისი მიზანი ბავშვებში ფოლკლორის პოპულარიზაციაა.  

შეჯიბრებაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტია  ჩართული. დასკვნითი ტური  ანუ გამარჯვებული ანსამბლების  გალა კონცერტი ივნისში ბათუმის მუსიკალურ ცენტრში  ჩატარდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში