ქართულ-ლიტერატურული თეატრის წარმოდგენები ბელგიაში

06 ივლისი 2024, 14:51 727 ნახვა

"ჩვენ დავბრუნდებით" - ქართული ლიტერატურული თეატრის ორი სპექტაკლის პრემიერა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში. პირველ განყოფილებაში ემიგრანტმა მოზარდებმა მაყურებელს მიუზიკლი "რწყილი და ჭიანჭველა" წარმოუდგინეს.

პიესის და მუსიკის ავტორი  ასევე, ემიგრანტი კომპოზიტორი, თურქეთში მცხოვრები ნელი აფციაურია. მეორე განყოფილებაში უკვე უფროსი თაობის მოყვარულმა მსახიობებმა მაყურებელს კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენას" მიხედვით დადგმული სპექტაკლი უჩვენეს.

სპექტაკლში ბელგიაში, საფრანგეთსა და ირლანდიაში მცხოვრები ემიგრანტები მონაწილეობდნენ. ორივე სპექტაკლის რეჟისორი თეატრის დამფუძნებელი მანანა ხორბალაძეა.

სპექტაკლების საპრემიერო ჩვენებები ბელგია-ჰოლანდიის ეპარქიის დაფუძნების 10 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში