აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი 

25 აპრილი 2023, 11:30 686 ნახვა

აქონდოპლაზიის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია  უცვლელი მოთხოვნით  დღესაც მთავრობის ადმინისტრაციასთან  გაიმართება, სადაც მე-6 დღეა ღამეს ათევენ.

დღევანდელი პროტესტი მას შემდეგ დაანონსდა , რაც მშობლებმა, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, პრემიერის - პასუხი მთავრობის სხდომიდან მოისმინეს.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ მედიკამენტის შემოტანისთვის    მოცდაა საჭირო და  რომ მსოფლიოს 200 ქვეყანაში არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტებით მკურნალობას. 

აქციის მონაწილეები მედიკამენტ ვოსოროდიტის შემოტანას ითხოვენ. მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილებისთვის აღნიშნული მედიკამენტის მიღება სასწრაფოა,  რადგანაც გარკვეული ასაკის შემდეგ  იგი უკვე დაგვიანებულია.   

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი