მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამისთვის, წელიწადში, დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა ხშირად საქართველოში ვერ ხერხდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.