უკრაინამ რუსული პოლიტიკური პარტიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები ჯამურად 320-ზე მეტ რუსულ კომპანიასა და 40 ფიზიკურ პირს ეხება. ფიზიკური პირებიდან 25-ი რუსეთის მოქალაქეა, 4 შვეიცარიის , 2 ირანის, 8 მალის მოქალაქე და ერთი პირი დაუდგენელი მოქალაქეობით.
სანქცირებული კომპანიების უმრავლესობა რადიოელექტრონიკისა და კავშირის სფეროს ეხება.