პუტინს თავდაცვაზე გადასვლის აუცილებლობაში არწმუნებენ

23 აპრილი 2023, 11:10 761 ნახვა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და არმიის გენშტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი სავარაუდოდ აცნობიერებენ უკრაინის კონტრშეტევის საფრთხეს, მაგრამ პუტინის დაჟინებული მოთხოვნით განაგრძობენ კონტრაქტორების გაგზავნას უაზრო შეტევების გასაძლიერებლად - ნათქვამია აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მორიგ მოხსენებაში.

კრემლის წყაროები ადრე იტყობინებოდნენ, რომ პუტინი კომპეტენტურობაზე მეტად უპირატესობას ანიჭებს ლოიალობას, რაც ხელს უშლის როგორც შოიგუს, ასევე გერასიმოვს ფოკუსირდნენ ეფექტიანი თავდაცვისთვის ოპტიმალური პირობების შექმნაზე - მათ უწევთ ელიტარული ქვედანაყოფების გაწირვა მძიმე და უსარგებლო ბრძოლებში.

ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პოტენციური შეტევის მოლოდინში, რუსეთის სამხედრო სარდლობა იძულებულია გააძლიეროს პოზიციები ყირიმში, სადაც წვევამდელებს აგზავნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში