ტერაქტი მალიში - აფეთქებების ხმა ერთმანეთის მიყოლებით სამჯერ გაისმა. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მინიმუმ 9 ადამიანია დაღუპული.
იერიშის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ტერაქტის შედეგად დანგრეულია 20-მდე შენობა.
ყველა დაღუპული და დაშავებული სამოქალაქო პირია. აღსანიშნავია, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.