უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს „გეოგრაფიული სახელების შესახებ“, რომელიც კრძალავს გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელების დარქმევას, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან და რუსებთან - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პარლამენტი, "უმაღლესი რადა" ავრცელებს.
კანონი კრძალავს გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელების მინიჭებას, რომლებიც ასოცირდება ან განადიდებს რუსეთს ან რუსეთის სამახსოვრო ადგილებს, თარიღებს, მოვლენებს ან პირებს, რომლებმაც განახორციელეს აგრესია უკრაინის (ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის) წინააღმდეგ.
დოკუმენტის მიხედვით, კანონმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის გავლენის შემცირება უკრაინის საშინაო პოლიტიკასა და უკრაინელების მსოფლმხედველობაზე, შექმნას პირობები, რომლებიც ხელს უშლის რუსეთის პროპაგანდისტულ აქტივობებს.