მუსლიმი სამყარო რამაზან ბაირამს აღნიშნავს

21 აპრილი 2023, 11:50 819 ნახვა

30  დღიანი  მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთს, რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს.  მუსლიმთა რწმენით, სწორედ რამაზანის თვეში მოევლინა დედამიწას ყურანი.     

სადღესასწაულო ლოცვა ცენტრალურ მეჩეთსა და იმ ტერიტორიაზე შესრულდა, სადაც მუსლიმი მრევლი ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს. ხალხმრავლობის გამო მორწმუნეთა ნაწილმა ლოცვის რიტუალი ქუჩაში შეასრულა.

ქართველ მუსლიმებს დღესასწაული ბათუმის მეჩეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

რამაზანის მარხვის პერიოდში ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ეკრძალებათ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღება, ბაირამის დღეს კი ისინი ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, უხვად გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი