რიკოთის მშენებლობაზე მომუშავე მძღოლები გაიფიცნენ

20 აპრილი 2023, 14:40 533 ნახვა

რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია. ჩინური კომპანიის 14-მა მძღოლმა  რიკოთის გვირაბთან აქცია გამართა.

დღესვე ისინი ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელებს შეხვდნენ, რის შემდეგაც გაფიცულებმა განაცხადეს, რომ  მიიღეს დაპირება მოთხოვნების შესრულების შესახებ, თუმცა ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან.

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობენ და არ არის დაცული უსაფრთხოება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში