ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ. სხდომა მედიისთვის დახურულია, მაგრამ კომიტეტს ესწრებიან ის მშობლები, რომლებიც რამდენიმე თვეა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ამ იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები 4 თვეა აქციებს მართავენ აქონდროპლაზიის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის საჭირო წამლის შემოტანისა და დაფინანსების მიზნით პროტესტს არ წყვეტენ.