ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული

19 აპრილი 2023, 11:05 666 ნახვა

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს. ამის შესახებ   ორგანიზაცია საფარმა პრესკონფერენცია გამართა.

ითქვა, რომ პანსიონი ფუნქციონირებდა ლიცენზიის და ზედამხედველობის გარეშე, რაც ორგანიზაციის ინფორმაციით, აღმზრდელებს საშუალებას აძლევდა ბოროტად გამოეყენებინათ თავიანთი პოზიცია და ეძალადათ აღსაზრდელებზე.      

5 ყოფილი ბენეფიციარის სახელით ევროპულ სასამართლოს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთი კვირის წინ მიმართეს და  მე-3 და მე-8 მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვენ.

ეს მუხლები  წამებისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას და პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას გულისხმობს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში