სუდანში ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებზე თავდასხმა მოხდა

18 აპრილი 2023, 10:50 717 ნახვა

სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ კოლონას ცეცხლი გაუხსნეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა - ამის შესახებ   ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.  დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბლინკენმა  ჟურნალისტებს განუცხადა,  რომელიც  ტელეფონით ესაუბრა  სუდანის შეიარაღებული ძალების მეთაურსა და გასამხედროებული სწრაფი მხარდაჭერის ძალების  ხელმძღვანელს გენერალს.    

გენერლებს ბლინკენმა უთხრა, რომ  ამერიკელი დიპლომატებისთვის ნებისმიერი საფრთხე მიუღებელია და  მხარეებს  ასევე მოუწოდა  24-საათიანი დაზავებისკენ, რათა სამოქალაქო მოსახლეობამ  საჭირო დახმარება მიიღოს. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა ტვიტერზე დაწერა, რომ  სუდანში საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ ევროკავშირის ელჩს.  

ბორელმა მომხდარი  ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად შეაფასა და სუდანის ხელისუფლებას  დიპლომატიური შენობებისა და პერსონალის უსაფრთხოებაზე დაკისრებული  პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულება შეახსენა. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი