მზადება ლელო ბურთისთვის

16 აპრილი 2023, 12:02 737 ნახვა
00:00
00:00

გურიაში ტრადიციული ლელო ბურთისთვის ემზადებიან. სპეციალურად ამ დღისთვის შეიკერა ქვიშით სავსე ტყავის ბურთი, რომელიც 16 კილოგრამს იწონის. ლელო ბურთში ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთები ეჯიბრებიან.

გამარჯვებული ის გუნდი გახდება, რომელიც ბურთს თავისი უბნისკენ წაიღებს და ღელეზე გადაიტანს.

ტრადიციის მიხედვით, გამარჯვებულებმა ბურთი წინასწარ შერჩეულ საფლავზე უნდა მიიტანონ.

ლელო ბურთს დღეს ირლანდიის ნაკრების ლეგენდარული მორაგბე მაიკლ მაკარტნი ესწრება, რომელიც ლელო ბურთში მონაწილეობას მიიღებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი