ერთმორწმუნე რუსეთის აგრესიას ვერც სააღდგომო დღეები აჩერებს. გასულ დღეს სლავიანსკიზე თავდასხმას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპა 9 ადამიანი 18-მდე კი დაშავდა.
ამავდროულად, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, დაბომბვის ფაქტზე წინასწარი გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც „ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას“ გულისხმობს.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.