საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის საქმე

15 აპრილი 2023, 10:49 693 ნახვა

თეთრი სახლი ავრცელებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის გაჟონვის საქმეზე დაკავების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენმა სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დამატებითი ზომები მიიღონ მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვის მიზნით.  

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გაჟონა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებმა, რომლებიც მოიცავს დეტალურ სადაზვერვო შეფასებებს მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების შესახებ, მათ შორის უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და კიევისა და მოსკოვის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტზე დაკავებულ 21 წლის ჯეკ ტეშეირას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

დაკავებულს ბრალად ედება ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის, ასევე, საიდუმლო ინფორმაციისა და თავდაცვის მასალების არაავტორიზებული შენახვა და გავრცელება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი