ტერიტორიაზე, სადაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა სიტყვით გამოდიოდა, აფეთქება იყო. პრემიერ მინისტრი ადგილიდან დაუყოვნებლივ გაიყვანეს - ის ინციდენტის დროს არ დაშავებულა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კაცმა, სავარაუდოდ, საკვამლე ბომბი ისროლა.
ინციდენტი ქალაქ ვაკაიამაში მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერ მინისტრი კიშიდა ადგილობრივ სათევზაო პორტს ეწვია.
პოლიციის ცნობით, დაკავებული დაკითხვაზეა გადაყვანილი, თუმცა მეტ დეტალზე ჯერ არ საუბრობენ.