უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

14 აპრილი 2023, 10:14 626 ნახვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.

29 წლის მიხეილ მაზანაშვილი, ქალაქ ბახმუტთან, წინა ხაზზე ინტენსიური ბრძოლისას სავარაუდოდ ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. 

გარდაცვლილ მებრძოლს თბილისში, სამების ტაძრის ეზოში მდებარე მცირე ტაძარში დაასვენებენ, შემდეგ კი გორის რაიონის სოფელ ზერტში გადაასვენებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი