დღეს დიდი ხუთშაბათია

13 აპრილი 2023, 20:01 667 ნახვა

დღეს დიდი ხუთშაბათია.ბათუმში, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდა.ამ დღეს ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით , ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში