კომპიუტერები გადაეცა დღეს ბათუმში 155 მოსწავლეს. წარჩინებული სწავლისთვის დაჯილდოვდნენ ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლის მეათე კლასელები.კომპიუტერები მათ 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურზე საუკეთესო შედეგებისთვის გადაეცათ.პროგრამას საქართველოს განათლების სამინისტრო ახორციელებს და მას „ჩემი პირველი კომპიუტერი ეწოდება.დაჯილდოვება ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და აჭარის განათლების მინისტრის თქმით,მონაწილეთა რაოდენობა იზრდება.ღონისძიებას დღეს მაია ხაჯიშვილთან ერთად და ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.