ვნების კვირის გამორჩეული დღე - მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს, ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა.
სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. სწორედ ამ დღეს სიმდაბლის ნიშნად ქრისტემ მის მოწაფეებს ფეხი დაბანა.
ეს რიტუალი ჩატარდა დღეს წმინდა მიწაზეც, სადაც ქართველი მომლოცველები უკვე ჩავიდნენ.
ჩვენი გადამღები ჯგუფი, თამუნა გაზდელიანი და მამუკა ცენტერაძე იმყოფებიან იერუსალიმში.