საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კენჭისყრა 18 აპრილს მორიგ სასესიო კვირის პირველივე დღეს გაიმართება, რომლის ჩატარებაზეც პასუხისმგებლობა 5-მა ქალმა დეპუტატმა აიღო. ამის შესახებ დღეს ბრიფინგი ჩაატარეს ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ. მათი თქმით,ისინი პირადად დაუკავშირდებიან ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს,სამშაბათს ყველა იქნება სასესიო დარბაზში.ასევე აღინიშნა, რომ ახლა მთავარია ოპოზიციის ერთიანობა და ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არ არსებობს.