ძლიერი ნისლის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ დაჯდა და ტრაპზონის მიმართულებით გაფრინდა.
ბათუმის აეროპორტიდან კი სტამბოლის მიმართულებით ჩანიშნული რეისი გაუქმდა. მგზავრთა ნაწილმა ბილეთები დააბრუნა და სასტუმროში დარჩენა გადაწყვიტა, ნაწილმა კი გადაცვალა. გადადებულ რეისზე 133 მგზავრი იყო რეგისტრირებული.
მგზავრთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია ფაქტმა, რომ „თურქეთის ავიახაზების“ წარმომადგენელმა მოქალაქეებს ინფორმაცია მხოლოდ უცხო ენებზე მიაწოდა, ქართულად კი განმარტება მხოლოდ ბილეთების დაბრუნებისას მიიღეს.
მოგვიანებით თელავივი-ბათუმის რეისი უპრობლემოდ შესრულდა.