საპროტესტო აქცია

11 თებერვალი 2017, 00:00 2647 ნახვა

ხიხანის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია დილიდან განაახლეს. ადგილობრივები მიწის დათმობის სანაცვლოდ შეთავაზებულ კომპენსაციას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ კომპანია რომელსაც ერთ-ერთ ქუჩაზე ელექტროგადამცემი ხაზები გაჰყავს  კომპენსაციის სახით  დაბალ  თანხას სთავაზობს. მათი მტკიცებით აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 კვადრატული მეტრის ფასი იმაზე მეტია ვიდრე სთავაზობენ და ამის შესაბამისი დასკვნაც აქვთ. აქციის მონაწილეები დღეს სამუშაოების შეჩერებას ცდილობდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ, მათ ამის საშუალება არ მისცა. ადგილობრივების განცხადებით იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები ისინი საქართველოს პარლამენტის შენობასთან შიმშილობას დაიწყებენ. ხიხანის ქუჩის მოსახლეობა ასევე ითხოვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან აუდიენციას. უცნობია აპირებს თუ არა ზურაბ პატარაძე მათთან შეხვედრას, ამ თემაზე დღეს აჭარის მთავრობაში კომენტარი არ გაკეთებულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი