სახალხო დამცველმა შპს „გლოვო აფფ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში პროფესიული კავშირის წევრობის გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. ვკითხულობთ, რომ განმცხადებელი მიუთითებდა, „გლოვომ“ აპლიკაციაზე წვდომა შეუზღუდა, იმ მოტივით, რომ კურიერების წინაშე არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობდა და შესაბამის რეაგირებას მოითხოვდა. სახალხო დამცველისთვის წარმოდგენილ პოზიციაში კომპანია მიუთითებდა, რომ განმცხადებლისთვის აპლიკაციის დაბლოკვა მის მიერ ჩადენილი გადაცდომებით იყო განპირობებული, თუმცა გადაცდომების შესახებ მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სახალხო დამცველის ინსტიტუტში აცხადებენ რომ როგორც საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, განმცხადებლისთვის აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვა ფაქტობრივად დროში დაემთხვევა მისი მხრიდან გამოხატულ განსხვავებულ მოსაზრებებს და პროფესიულ კავშირში საქმიანობას.