34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

09 აპრილი 2023, 14:28 489 ნახვა

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ითვლება.

34  წლის წინ ამ დღეს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც, იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე პირი.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საგანგებო სესიაზე, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

მოქალაქეები, 9 აპრილის მონაწილეები - მათ ვისაც კარგად ახსოვთ ეს დღე თბილისში გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით  შეამკეს და  გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად სანთლები დაანთეს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში