დღეს ბზობაა

09 აპრილი 2023, 11:30 650 ნახვა

დღეს ბზობაა. დიდი მარხვის მეექვსე კვირა.  მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას.

მორწმუნეები ამ დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან,  ხალხმრავლობაა ბათუმის ტაძრებში, სრულდება წირვა, წირვის დასრულების შემდეგ კი ბზას აკურთხებენ, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი